ნარკოდანაშაულის ბრალდებით 34 პირი დააკავეს

15:02, 09.07.2025

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 34 პირი დააკავა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დაკავებულები არიან საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მათი უმეტესობა ახდენდა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო რეალიზაციას, ნაწილი კი მხილებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვაში.

გამოძიების ინფორმაციით, ნარკოტიკების რეალიზაცია, სავარაუდოდ, იგეგმებოდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღამის კლუბსა და გასართობ ობიექტებში. ნარკოტიკულ საშუალებებთან ერთად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალაც. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი