ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ შორის 62 ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმითაა ჩართული. მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას სისტემატურად ახორციელებდნენ. საკონტროლო შესყიდვების, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომანქანების ჩხრეკის, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია „კოკაინი“, „მეტადონი“, „ჰეროინი“, „ალფა-პვპ“, „ამფეტამინი“, „პრეგაბალინი“ და „მარიხუანა“. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.