ნანა სანდერსმა საპროცესო შეთანხმების გაფორმება მოითხოვა

15:25, 23.10.2026

4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერსმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართა. აღნიშნულის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულის ადვოკატმა განაცხადა. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდების მხარესთან კომუნიკაციით შედგა შეთანხმება, რომ ნანა სანდერმა საპროცესო გარიგებით დატოვოს საპატიმრო დაწესებულება. ადვოკატის თქმით, ნანა სანდერი აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ორივე ქმედებას. პროცესზე ბრალის აღიარების შესახებ განცხადება გააკეთა თავად ნანა სანდერსმა.

საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მზაობას ადასტურებს ბრალდების მხარე, თუმცა, რა პირობებით გათავისუფლდება მსჯავრდებული, პროკურორის განმარტებით, ამისთვის შესაბამისი პროცედურის გავლაა საჭირო. რაც შეეხება ამავე საქმეზე სხვა მსჯავრდებულებს: აბო ნავერიანი საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარს აცხადებს, რადგან მიიჩნევს, რომ უკანონო პატიმარია. ანტონ უპერი ძებნაში იმყოფება, მარიამ მეყანწიშვილს კი ჯარიმა აქვს შეფარდებული. საერთო ჯამში, აღნიშნულ ეპიზოდს 12 ბრალდებული ჰყავდა, მათგან რვა პირს 3-წლიანი პირობითი მსჯავრით საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. მათ ბრალი აღიარეს.

მსგავსი