ნაგოია ბაშო იწყება

ნაგოია ბაშო დღეს იწყება. იაპონიის სუმოს ასოციაციამ ორთაბრძოლების განრიგი უკვე გამოაქვეყნა. ქართველი ტოჩინოშინი, ლევან გორგაძე თავის სადებიუტო ბაშოს ოძეკის რანგში იაპონელ მე-2 მაეგაშირებთან დაპირისპირებით დაიწყებს. ტურნირის სტარტზე მისი მეტოქე აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა იკიოი იქნება, ხოლო მეორე დღეს დასავლეთის მე-2 მაეგაშირა ჩიონოკუნის შეერკინება. ორივე იაპონელთან ლევან გორგაძეს დადებითი ბალანსი აქვს. ურთიერთშეხვედრებში – იკიოის 8:4-ს უგებს, ჩიონოკუნის კი 5:1.

აღსანიშნავია, რომ ტოჩინოშინმა წოდებასთან ერთად მავაშიც შეიცვალა და მუქი იისფერი მავაშით წარსდგება ნაგოია ბაშოზე. რაც შეეხება მეორე ქართველს, თეიმურაზ ჯუღელი ნაგოიაში ჯურიოს დივიზიონში დასავლეთის მე-9 ნომრის სტატუსით იასპარეზებს.