„ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა

„ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთში რეგისტრირებული კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვას ითხოვს. პარტია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონში შესაბამის ცვლილებებს პარლამენტში დღეს დაარეგისტრირებს. მათ განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში 200-მდე რუსული კომპანიაა და შემოსული თანხების უდიდესი ნაწილი რუსულ ეკონომიკაში ბრუნდება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ განმარტავენ, რომ მათი საკანონმდებლო ინიციატივა მხოლოდ რუსულ კომპანიებზე ვრცელდება და რუსეთის მოქალაქეებს ბიზნესის წარმოება არ ეკრძალებათ.