მზის სრული დაბნელება ევროპაში 

12:29, 13.08.2026

12 აგვისტოს ევროპაში იშვიათი ასტრონომიული მოვლენა, მზის სრული დაბნელება დაფიქსირდა, რომლის სანახავადაც მილიონობით ადამიანი ისლანდიასა და ჩრდილოეთ ესპანეთში შეიკრიბა. ესპანეთის კონტინენტურ ნაწილში მზის სრული დაბნელება 1905 წლის შემდეგ პირველად გახდა ხილული. ნასა-ს ინფორმაციით, შემდეგი მზის სრული დაბნელება 2027 წლის 2 აგვისტოს იქნება და მისი ნახვა ესპანეთის სამხრეთში, ჩრდილოეთ აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში, საუდის არაბეთსა და იემენში იქნება შესაძლებელი.

მსგავსი