მზია ამაღლობელს პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ

12:23, 26.02.2025

მზია ამაღლობელს კლინიკა „ვივამედიდან“ დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ. მან ეს თავად მოითხოვა, მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა შესაძლო გართულებების შესახებ გააფრთხილეს. სპეციალისტების განცხადებით, ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური. საია-ში აცხადებენ, მზია ამაღლობელს სურს, ადვოკატებთან ერთად, პირადად მიიღოს მონაწილეობა 4 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ პროცესში.

მსგავსი