მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა შეეფარდა
მზია ამაღლობელს ორი წლით პატიმრობა შეეფარდა. სასჯელის ათვლა დაკავების დღიდან, 12 იანვრიდან იწყება – ასეთია მოსამართლის გადაწყვეტილება. მზია ამაღლობელს 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წარდგენილი ბრალი და გულისხმობდა პოლიციელზე თავდასხმას, თუმცა ის მოსამართლემ გადააკვალიფიცირა და დამნაშავედ ცნო 353-ე მუხლის პირველი ნაწილით. რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. მოსამართლე ნინო სახელაშვილის თქმით, მზია ამაღლობელს შეუძლია, პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე მიმართოს.