ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, მისმა ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ამ დროისთვის 72 სთ-ს განმავლობაში მის დასაშვებობასთან დაკავშირებით, ზედა ინსტანციის გადაწყვეტილებას ელოდებიან.
საია-ს იურისტის, ჯუბა ქათამაძის განცხადებით, 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით, უსაფუძვლო იყო. იურისტის თქმით, თუ სასამართლო არგუმენტებზე დაყრდნობით იმსჯელებს, ასეთ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გირაოთი უნდა შეიცვალოს.