მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი
მზია ამაღლობელი პატიმრობაში რჩება – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ბათუმის საქალაქო სასამართლომ. სხდომა დაახლოებით ცხრა საათს გაგრძელდა, მას ბრალდებულიც ესწრებოდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. შეკრებილებმა მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება სხვადასხვა შეძახილებით გააპროტესტეს. ისინი ამაღლობელს რეჟიმის პატიმრად მიიჩნევენ. აღსანიშნავია, რომ მზია ამაღლობელი ბრალს არ ეთანხმება და თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს.
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი 12 იანვარს დააკავეს. მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 იანვარს შეუფარდა.