მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი
 მზია ამაღოლბელის საქმეზე განაჩენი დღეს უნდა გამოცხადდეს. ამის შესახებ მოსამართლემ წინა სხდომაზე განაცხადა, რა დროსაც ამაღლობელმა დასკვნითი სიტყვა თქვა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში თითქმის შვიდი თვის განმავლობაში განიხილება მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმე. პროცესებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები და თავად ელჩები ესწრებოდნენ.
მზია ამაღლობელი სამართალდამცველებმა ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ ხელწერილის საფუძველზე, გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი ხელმეორედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მან ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა. ცნობილია, რომ მზია ამაღლობელს პატიმრობაში მხედველობა დაუქვეითდა, ის დაპატიმრებიდან 37 დღე შიმშილობდა.