მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს. უკვე მოუსმინეს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ორ მაღალჩინოსანს. სხდომაზე დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა და ითხოვა, მზია ამაღლობელმა სასამართლო დარბაზში არსებული საკნიდან გადაინაცვლოს ადვოკატების გვერდით, რადგან, დაცვის მხარის განმარტებით, მზია ამაღლობელი არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის საშიშ ფიგურას. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა.