მზია ამაღლობელის სასამართლო

12:14, 04.08.2025
მზია ამაღლობელის საქმეზე, შესაძლოა, დღეს განაჩენი გამოცხადდეს – ბოლო პროცესი 13:00 საათზეა ჩანიშნული. წინა სხდომაზე, სადაც ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვა დაასრულეს, მზია ამაღლობელმა თავად მოითხოვა თავისი დასკვნითი სიტყვის გადადება, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. ინტერესების დამცველებმა მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობაზე გაამახვილეს ყურადღება. მათი განცხადებით, მედიამენეჯერის საქმე პოლიტიკურია და ხელისუფლება ძალაუფლებას ბოროტად იყენებს. თავის მხრივ, პროკურატურამ მზია ამაღლობელის ადვოკატებს საპროცესო შეთანხმება შესთავაზა. რაც მათ სამართლებრივ მანიპულირებად შეაფასეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, თითქმის შვიდი თვის განმავლობაში განიხილება მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმე. პროცესებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები და თავად ელჩები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მან ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა.

მსგავსი