მზია ამაღლობელის სასამართლო

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. დღეს მოსამართლე პირველად დაკითხავს მზია ამაღლობელს. დღევანდელ პროცესს ესწრება ოთხი ევროპული ქვეყნის ელჩი. ასევე, სხდომას ესწრებიან საერთაშორისო ორგანიზაციების: „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ (CPJ) და „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ (IPI) – წარმომადგენლები, რომლებიც საგანგებოდ ჩამოვიდნენ საქართველოში სასამართლო სხდომაზე დასასწრებად.

დარბაზის სიმცირის გამო, მსურველთა თითქმის ნახევარი ვერ შევიდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა დეპუტატ ნინო წილოსანის დაკითხვასთან დაკავშირებით. ასევე, დაცვის მხარემ კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა პრემიერის დაკითხვასთან დაკავშირებით, ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ირაკლი კობახიძემ არაერთხელ დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია ამაღლობელთან დაკავშირებით.