მზია ამაღლობელის სასამართლო

 მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვის პროცესი უკვე ორი საათია გრძელდება – განხილვა ფოტო და ვიდეოგადაღების გარეშე მიმდინარეობს. სხდომას მზია ამაღლობელიც ესწრება. დარბაზში მის შემოსვლას დამსწრეთა შეძახილები მოჰყვა – „თავისუფლება მზია ამაღლობელს“, რამაც მოსამართლე ნინო სახელაშვილის მხრიდან უკმაყოფილება და გაფრთხილება გამოიწვია. პარალელურად, ამაღლობელის სოლიდარობის ნიშნად, აქცია მიმდინარეობს სასამართლოს შენობის მიმდებარედ. მოწოდებების ხმა ისმის პროცესზეც. დღეს მოსამართლე მოწმის სახით „ბათუმელების“ მთავარ რედაქტორს, ეთერ თურაძეს მოუსმენს.