მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვა გაგრძელდა. ეს არის მეორე ადმინისტრაციული ბრალდება, რომელიც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მომხდარიდან თითქმის ოთხი თვის შემდეგ წაუყენეს. მას პირველად 2 000-ლარიანი ჯარიმა 4 000 ლარი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დაეკისრა.
დაცვის მხარის განცხადებით, ფაქტობრივად, მზია ამაღლობელს ერთი და იგივე ქმედებისთვის ორჯერ ასამართლებენ. სხდომაზე მოწმე პოლიციელებს უსმენს, მოსამართლე მარიანა ფომაევამ დასაშვებად ცნო ასევე დაცვის მხარის შუამდგომლობა, მოწმის სახით დაიკითხოს დაკავების დღეს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც აცხადებს, რომ მზია ამაღლობელს არა სამართალდამცველები, არამედ თავად მოუწოდებდა, რომ პლაკატი არ გაეკრა, საქმეში კი წერია, რომ ამაღლობელი სამართალდამცველების მხრიდან იყო გაფრთხილებული. მოწმის სახით გამოკითხული ორივე სამართალდამცველი ამბობს, რომ მოწოდების ხმების იდენტიფიცირება არ მომხდარა. გადაწყვეტილებას მეორე ადმინისტრაციულ საქმეზე მოსამართლე, სავარაუდოდ, დღესვე გამოაცხადებს.