ამ დრომდე გაურკვეველია, მიღებს თუ არა წარმოებაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მზია ამაღლობელის ადვოკატების მიერ შეტანილ სარჩელს. ზედა ინსტანციას 72-საათიანი ვადა უკვე ამოეწურა, თუმცა, უფლებადამცველები ამბობენ, რომ გადაწყვეტილების შესახებ ამ დრომდე არანაირი ინფორმაცია არ აქვთ. მათივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მეორე დღესვე მიმართეს, განხილვის ვადები მაინც დაირღვა.
ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომლის მიხედვითაც, ამაღლობელის მიმართ პირველმა ინსტანციამ, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა. ადვოკატები ამ გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ თუ სააპელაციო სასამართლო არგუმენტებზე დაყრდნობით იმსჯელებს, აღკვეთის ღონისძიება გირაოს წესით უნდა შეიცვალოს.