ცნობს თუ არა დასაშვებად მზია ამაღლობელის ადვოკატების მიერ შეტანილ სარჩელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო – ზედა ინსტანციას 72-საათიანი ვადა დღეს, 18:00 საათზე ეწურება. ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომლის მიხედვითაც, ამაღლობელის მიმართ პირველმა ინსტანციამ, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა. ადვოკატები ამ გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ თუ სააპელაციო სასამართლო არგუმენტებზე დაყრდნობით იმსჯელებს, აღკვეთის ღონისძიება გირაოს წესით უნდა შეიცვალოს.