მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი

მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. იკითხებიან დაცვის მხარის მოწმეები. მათ შორის იქნებიან გამომცემლობა „ბათუმელების“ ჟურნალისტები და აქციაზე მყოფი პირები. სხდომას ესწრება საფრანგეთის ელჩის მოადგილე და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი, რომელიც პატიმრობიდან 17 აპრილს გაათავისუფლეს და ბათუმში სწორედ ამ პროცესზე დასასწრებად წავიდა. სხდომის დაწყებამდე კი სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქცია გაიმართა.