მზია ამაღლობელის პრემია – გამოხმაურება

15:17, 23.10.2025

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ზე, მზია ამაღლობელისთვის და ანდრეი პოჩობუტისთვის სახაროვის სახელობის პრემიის მინიჭებას ეხმაურება და წერს, რომ მათთვის  პრემიის მინიჭება, ძლიერ სიგნალს წარმოადგენს ყველა ჟურნალისტისთვის, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სიმართლის უშიშრად თქმისთვის არიან დაპატიმრებულები.

აღნიშნული პრიზის გადაცემას, პარლამენტის თავმჯდომარე ბრიფინგით ეხმაურება. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, სახაროვის პრიზის ქართველისთვის გადაცემა ქვეყნის მტრობაში მისი მხილება უფროა, ვიდრე დაჯილდოება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ბრიუსელი 19 დღეა უარს ამბობს 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმის დაგმობაზე, რადიკალურ ჯგუფებს კი ღია და ფარულ მხარდაჭერას უცხადებს.

მსგავსი