მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა - ექიმის კომენტარი

მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია – მასზე მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, – აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი. მალხაზ ურთქმელიძის ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევები ტარდება ყოველდღიურად და მნიშვნელოვანი სახის ცვლილებები არ აღინიშნება.

ბრალდებულს ყოველდღიურად ხვდება სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ეცნობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ადვოკატისთვისაც, მისი მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში. მან მოუწოდა მზია ამაღლობელს, შეწყვიტოს შიმშილობა მისი ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე.