მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა

15:17, 05.02.2025

მზია ამაღლობელის შიმშილობის 25 დღე. ჟურნალისტი კლინიკა „ვივამედში“ კვლევებზე იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – აცხადებს ადვოკატი, რომლმაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი დილიდან მოინახულა. ჟურნალისტს სხვადასხვა სამედიცინო კვლევებს დღესაც უტარებენ.

ინტერესების დამცველის ინფორმაციით, მალე მზია ამაღლობელს კლინიკაში მედიკოსების სპეციალურად შექმნილი ჯგუფიც მოინახულებს. შეგახსენებთ, რომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული მზია ამაღლობელი უკვე 25 დღეა შიმშილობს.

მსგავსი