მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა

15:15, 03.02.2025
 მზია ამაღლობელის შიმშილობის 24 დღე. ინტერესების დამცველი, რომელიც მას დილით შეხვდა, აცხადებს, რომ ჟურნალისტი სუსტადაა, თუმცა აპირებს სასამართლო პროცესებში მონაწილეობას. ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, მზია ამაღლობელს შაბათს ჩაუტარდა კვლევები და ამ დროისთვის ელოდებიან პასუხებს, რის შემდეგაც მედიკოსები მისი მდგომარეობის შესახებ უფრო ზუსტ დასკვნას დადებენ.
 
უფლებადამცველმა ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებზე მზია ამაღლობელის პოზიციაც გააჟღერა. მათ შორის, უპასუხა სოზარ სუბარს და თქვა, რომ პასუხისმგებლობა არა საზოგადოებას, არამედ ხელისუფლებას ეკისრება. საია-მ უკვე მიმართა ციხის ადმინისტრაციას და სახალხო დამცველს, რომ შეიქმნას ექიმებით დაკომპლექტებული მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც შეამოწმებს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას. უკვე შერჩეულია ორი ექიმი რეანიმატოლოგი და ენდოკრინოლოგი და მათი გვარები გადაცემულია სახალხო დამცველისთვის.

მსგავსი