24 დღეა, შიმშილობს მზია ამაღლობელი. მასთან ცოტა ხნის წინ ადვოკატი შევიდა. მანამდე საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ მოშიმშილე ჟურნალისტს არ უტარდება ყველა ის შესაბამისი გამოკვლევა, რაც აუცილებელია. მან უკვე მიმართა ციხის ადმინისტრაციას და სახალხო დამცველს, რომ შეიქმნას მონიტორინგის ჯგუფი ექიმებით დაკომპლექტებული, რომელიც შეამოწმებს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას. უკვე შერჩეულია ორი ექიმი რეანიმატოლოგი და ენდოკრინოლოგი და მათი გვარები გადაცემულია სახალხო დამცველისთვის.