მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა

12:18, 15.02.2025

მზია ამაღლობელი 35-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის კვლავ „ვივამედის“ კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. საავადმყოფოს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ გრძელვადიანი შიმშილობა რისკის შემცველია და კლინიკა მაქსიმალურად მობილიზებულია.

სახალხო დამცველის აპარატში კი აცხადებენ, რომ ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ.

მსგავსი