მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა

12:12, 12.02.2025
შიმშილობის 32-ე დღე – მზია ამაღლობელი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია, – აცხადებს „ვივამედის“ დირექტორი. პაციენტს ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა უტარდება, მათ შორის განმეორებითი კვლევები. მზია ამაღლობელი ექიმების რეკომენდაციას ითვალისწინებს და მონიტორინგის ქვეშ რჩება.
 
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ ჟურნალისტები, უფლებადამცველები და პოლიტიკოსების ნაწილი.

მსგავსი