ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 16:00 საათამდე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დაიწყებს თუ არა მზია ამაღლობელის დაცვის მხარის შუამდგომლობის განხილვას. ადვოკატები ითხოვენ აღკვეთი ღონისძიების გაუქმებას და წინასწარი პატიმრობიდან მზია ამაღლობელის გათავისუფლებას.
ჟურნალისტის უფლებების დამცველების თქმით, ამაღლობელის პატიმრობა უკანონოა და სასამართლოს აქვს ყველანაირი საფუძველი, რომ მათი შუამდგომლობა განიხილოს და დააკმაყოფილოს. ადვოკატებმა აღნიშნული შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს გუშინ მიმართეს. სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად 24 საათი აქვს.