მზია ამაღლობელის ადვოკატების განცხადება
მზია ამაღლობელის ადვოკატები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართავენ, რომ შეწყვიტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება. მათი მტკიცებით, პოლიციამ ამ საქმეზე მოახდინა მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით ამაღლობელის ინტერესების დამცველებმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ერთობლივი განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, 20 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს ამაღლობელის საჩივარს.
იურისტები საქართველოს გენერალურ პროკურორსაც მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა: ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის, სამართალწარმოების პროცესში მონაწილე პოლიციისა და შსს-ს სხვა მოხელეთა წინააღმდეგ, რომლებმაც სამსახურებრივი უფლებამოსილება ბორტად გამოიყენეს ამაღლობელთან დაკავშირებით.