მზია ამაღლობელის სასამართლო
ბათუმში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვა მიმდინარეობს, ეს მეორე ადმინისტრაციული საქმეა, რომელიც ამაღლობელის მიმართ აღიძრა და იგი სტიკერის გაკვრას უკავშირდება. სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი ერთხელ უკვე დააჯარიმა 2 000 ლარით.
ხანდაზმულობის მოტივით დაცვის მხარემ ახალი ადმინისტრაციული საქმის შეწყვეტა მოითხოვა, თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროცესს მზია ამაღლობელიც ესწრება. ის ამბობს, რომ გაუგებარია, ერთი და იგივე საქმისთვის ადმინისტრაციულად ორჯერ რატომ ასამართლებენ.
 პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობს, შეძახილები ისმის დარბაზშიც, რამდენიმე პირმა პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. დღესვე უნდა გაგრძელდეს ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის განხილვაც.