პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულო ხდება. კანონი ძალაში მიმდინარე წლის დასაწყისიდან შევიდა და მისი შესრულება სავალდებულო იქნება ყოველი წლის პირველი იანვრიდან პირველ მარტამდე პერიოდში. რეგულაციების მიხედვით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, თოვლიან ან მოყინულ გზაზე, ზამთრის საბურავებთან ერთად აუცილებელია მინიმუმ ორ წამყვან ბორბალზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრებაც. კანონდამრღვევისთვის ფულადი სანქციებია გათვალისწინებული.
თამარ ნადარეიშვილი დეტალებით.