მზადება უკრაინაში ვიზიტისთვის - კონსულტაციები პარლამენტში

დელეგაციის როგორი შემადგენლობით გაემგზავრება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში – დღის ბოლოს შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან კონსულტაციები გამართა. სპიკერის შეთავაზებაა, რომ დაცული იყოს პარიტეტის პრინციპი და უსაფრთხოების საკითხიდან გამომდინარე დელეგაცია ინტერპარტიული, თუმცა მცირე შემადგენლობის იყოს. მმართველი გუნდი ხაზს უსვამს, რომ ეს არის არა საპარლამენტო დელეგაციის, არამედ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის ვიზიტი და სწორედ მისი პრეროგატივაა დელეგაციის შემადგენლობის დაკომპლექტება. თუმცა, ოპონენტები შეთავაზებას არ იღებენ და დელეგაციაში ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის ყოფნას ითხოვენ. სამი კვოტის შეთავაზების შემდეგ მმართველი პარტია ოპოზიციის პასუხს ელოდება.