მზადება ტრამპისა და პუტინის შეხვედრისთვის
ტრამპისა და პუტინის შეხვედრის პროგრამა შეთანხმებულია, – აცხადებენ კრემლში. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის ინფორმაციით, შეხვედრა გაიმართება ალასკის ქალაქ ანკორიჯში მდებარე სამხედრო ბაზა ელმენდორფ-რიჩარდსონის ტერიტორიაზე განლაგებულ ერთ-ერთ შენობაში. მისივე თქმით, ტრამპისა და პუტინის პირისპირ დიალოგი, მოსკოვის დროით 22:30 საათზე დაიწყება. ხანგრძლივობა დამოკიდებული იქნება ლიდერებზე. ამის შემდეგ ისინი სამუშაო საუზმეზე შეიკრიბებიან დელეგაციის წევრებთან ერთად.
მოსკოვის ინფორმაციით, რუსეთი დელეგაციაში შევლენ პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი. კრემლში აცხადებენ, რომ ალასკაზე დაგეგმილი შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის კრიზისის დარეგულირება იქნება. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გაიმართება დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ერთობლივი პრესკონფერენციაც.