მზადება ტრამპი-პუტინის შეხვედრისთვის - ჯეი დი ვენსის განცხადება

„ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა ალასკის სამიტამდე პროდუქტიული იქნება“ – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ უკეთესი იქნებოდა, ტრამპთან შეხვედრამდე, პუტინი ზელენსკის შეხვედროდა, ვენსმა უპასუხა, რომ ასე არ ფიქრობს.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტრამპსა და პუტინს შორის მომავალ შეხვედრას დიპლომატიურ გარღვევად მიიჩნევს.
ამასთან, ჯეი დი ვენსის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების გზით მიღწეული შეთანხმება, სავარაუდოდ, არცერთ მხარეს არ დააკმაყოფილებს და ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება, სავარაუდოდ, მოსკოვსა და კიევს „უკმაყოფილოს“ დატოვებს. ვენსის თქმით, აშშ ისეთი შეთანხმების მიღწევას ისახავს მიზნად, რომელიც ორივე ქვეყანას შეეფერება.