მზადება „ლეგენდების მატჩისთვის“

მზადება „ლეგენდების მატჩის“ მორიგი სერიისთვის. ამჯერად „დინამო თბილისის“ ვეტერანები ამსტერდამის „აიაქსის“ ლეგენდებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა კლუბის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ქართულ-ნიდერლანდური დაპირისპირება ხვალ „დინამო არენაზე“ 19:00 საათზე დაიწყება. ორივე გუნდში სხვადასხვა თაობის გამორჩეული ფეხბურთელები ითამაშებენ. აღსანიშნავია, რომ ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი საქართველოს დედაქალაქს პირველად ესტუმრება.