მზადება ინაუგურაციისთვის

ხუთი დღე ამერიკის 46 პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე. მაქსიმალურად გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები და მობილიზებული უპრეცედენტო რაოდენობის ჯარისკაცი. ტრამპის მხარდამჭერებისგან მოსალოდნელი აქციებისა და პანდემიის გამო, 1000-მდეა შემცირებული ინაუგურაციაზე დამსწრე სტუმრების რაოდენობა.

ფიცის დადების ცერემონიაზე ამერიკის ჰიმნს, არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის აქტიური მხარდამჭერი და ცნობილი მომღერალი, ლედი გაგა შეასრულებს.