მზადება „ძლიერთა თამაშებში“ ასპარეზობისთვის

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროები კანადაში დაგეგმილ „ძლიერთა თამაშებში“ ასპარეზობისთვის ემზადებიან. სამხედროები წეროვანში, მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის ბაზაზე სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვარჯიშობენ. პარასპორტსმენების ნაწილი კი საერთაშორისო ასპარეზობისთვის ბაკურიანში ემზადება.

წელს „ძლიერთა თამაშებში“ საქართველო 20 პარასპორტსმენით წარდგება. ისინი ისეთ სახეობებში იასპარეზებენ, როგორიცაა მჯდომარე ფრენბურთი, პარაკალათბურთი, ნიჩბოსნობა სავარჯიშო მოწყობილობაზე, ბიატლონი, კერლინგი და თხილამურით სრიალი.

„ძლიერთა თამაშები“ კანადაში 6-დან 17 თებერვალს ჩატლით გაიმართება და მასში მონაწილეობას 25 ქვეყნის 550 პარასპორტსმენი მიიღებს.