მზადება არჩევნებისთვის

აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებამდე 38 დღით ადრე, რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის პოლიტიკური ბრძოლა მძაფრდება. ამჯერად ოპონენტები უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატზე დავობენ.

ლეგენდარული ლიბერალი მოსამართლის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, მის ადგილს, სავარაუდოდ, კონსერვატორი დაიკავებს, რაც 3 ნოემბრის არჩევნების წინ, უზენაეს სასამართლოში ძალთა ბალანსს დრამატულად შეცვლის. ამან კი შესაძლოა, არჩევნების შედეგზეც იმოქმედოს, რადგან დონალდ ტრამპი უკვე ღიად ამბობს, რომ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადება, შესაძლოა, გაჭიანურდეს და აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ვინაობა სულაც სასამართლოში გადაწყვიტონ.

ლევან ახალაიას რეპორტაჟი.