მწვავე ლოზუნგები პუტინის მისამართით – ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე, რუსეთის ქალაქებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

21:18, 05.05.2018

ვლადიმერ პუტინის მეოთხე ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე, რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ერთდროულად საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ასზე მეტი ადამიანია დაკავებული. მათ შორისაა აქციების ორგანიზატორი და რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ალექსეი ნავალნი.

აქციებზე პუტინის მისამართით მწვავე ლოზუნგები ისმის. მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული – ქეთი თუთბერიძე გიამბობთ.

 

 

მსგავსი