მწერლების სოლიდარობა მზია ამაღლობელს

მწერლები და გამომცემლები მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ. ისინი ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. ამ საკითხზე პრესკონფერენცია დღეს მწერლებმა, გამომცემლებმა, მთარგმნელებმა და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებმა გამართეს.

მათ სოლიდარობა გამოუცხადეს ასევე აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს. ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, უერთდებიან ქვეყანაში მიმდინარე საყოველთაო პროტესტს, მათ შორის ხვალ დაგეგმილ საპროტესტო მსვლელობას.