30 დეკემბერს მუხიანის დასახლებაში მომხდარი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1995 წელს დაბადებული პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, 23 წლის ბრალდებულმა, ელექტროშოკის გამოყენებით, 1984 წელს დაბადებულ ქალს სხეულის დაზიანება მიაყენა, იძალადა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაულის შესახებ დაზარალებულმა ფეისბუქის გვერდზეც დაწერა და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.
გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.