მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი მთვარის დაბნელების მომსწრე გახდა

მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი საოცარი სანახაობის მომსწრე გახდა. გრინვიჩის დროით, საღამოს 21:00 საათიდან, მთვარის დაბნელება დაიწყო. სრული დაბნელება შუა ღამით დაფიქსირდა და ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

ასტრონომების ინფორმაციით, ბოლო 15 წლის განმავლობაში, პირველად მთვარემ სიკაშკაშის მაქსიმუმს მიაღწია და შემდეგ სრულად დაბნელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანად დედამიწის ჩრდილში მოექცა.

ამ დროს დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრი მოწითალო შეფერილობას იღებს. სწორედ ამიტომ, მთვარის ამგვარი დაბნელების მოვლენას „სისხლიან მთვარეს“ უწოდებენ.