მთვარიდან – დედამიწაზე – „Artemis II“ მისია

21:25, 11.04.2026

ისტორიული წარმატება მიღწეულია – მისია „არეტმის II“ დედამიწაზე დაბრუნდა. ათდღიანი კოსმოსური ოდისეა ოთხმა ასტრონავტმა პირველ აპრილს ფლორიდიდან დაიწყო და წყნარ ოკეანეში კალიფორნიის სანაპიროსთან დაასრულა. მისიის მიმდინარეობისას კაფსულა „ორიონი“ დედამიწიდან ყველაზე შორ წერტილში, 406 771 კილომეტრით იყო დაშორებული, რითაც მოიხსნა 1970 წელს „აპოლო 13“-ის ეკიპაჟის მიერ დამყარებული რეკორდი და „არტემის ორის“ წევრები მოექცნენ დედამიწიდან ყველაზე შორ წერტილში, სადაც ოდესმე ადამიანი ყოფილა.

ახალი რეკორდის მოლოდინში ისტორიულ კოსმოსურ ფრენას მთელი მსოფლიოდან თვალს ადევნებდა მილიონობით ადამიანი, თითქმის ყოველდღიურად ვრცელდებოდა ჩვენი პლანეტის ახალი ფოტოები. „არტემის ორის“ მისიის წარმატება არის გადამწყვეტი ნაბიჯი „არტემის III“-სთვის, რომლის მიზანიც მომდევნო წლებში ადამიანის მთვარის ზედაპირზე დაშვებაა.

მსგავსი