მთავრობა ჩარტერულ რეისებს დაასუბსიდირებს

15:28, 05.09.2025

ევრობასკეტის მერვედფინალზე დასასწრებად საქართველოს მთავრობა გულშემატკივრებისთვის ჩარტერულ რეისებს დაასუბსიდირებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მათივე ცნობით, სუბსიდირებული ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 195 ევროს შეადგენს.

სუბსიდირებული ბილეთების შეძენა საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს ონლაინპლატფორმა tkt.ge-ზე 15:00 საათიდან შეეძლებათ. 7 სექტემბერი თბილისი-რიგა დილის 07:00-იანი რეისი, 8 სექტემბერი რიგა-თბილისი კი საღამოს 19:00-იანი რესია.

მსგავსი