„მსურველთა კოალიციის“ წევრები კიევში ჩავიდნენ
„ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ ლიდერები უკრაინაში ჩავიდნენ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, კიევში დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ნორვეგიის ლიდერები, თავიანთ დელეგაციებთან ერთად იმყოფებიან. „ჩვენი დამოუკიდებლობის დღის წინ, ვგრძნობთ, რომ მარტო არ ვართ. ჩვენი მოკავშირეები ჩვენთან არიან“, – წერს ანდრეი სიბიგა. მისი თქმით, „ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ ლიდერები უკრაინის პრეზიდენტთან ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავენ. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეხვედრისას მხარეები მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს 24 აგვისტოს აღნიშნავს. ამ დღეს კიევში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართება, სადაც ლიდერებმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებაზე უნდა იმსჯელონ.