„მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის მოლოდინში
კიევში შეკრებილი „ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ ლიდერები ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. მხარეებმა საერთო განცხადებებისას უკრაინის მხარდაჭერისა და ოფიციალური კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. უკრაინის პრეზიდენტმა დღევანდელი დღე, უკრაინის ეროვნული დროშის დღე, დადებითად შეაფასა.
უკრაინას ხვალ ასევე ეწვევიან მსოფლიოს სხვა ლიდერებიც. 24 აგვისტოს, ანუ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს კიევში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა გაიმართება, სადაც ლიდერებმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებაზე უნდა იმსჯელონ. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე კიევში ჩასული ლიდერები უკვე დებენ პირობას, რომ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება.