უკრაინაში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა დასრულებულია. დღევანდელ მოლაპარაკებებს ერთი მიზანი ჰქონდა – აიძულონ რუსეთი, დათანხმდეს 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას. ევროპელი ლიდერები ამ შეთანხმების საწყისად 12 მაისს ასახელებენ. დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერებმა უკრაინაში ვიზიტისას რუსეთისთვის ზეწოლის გაძლიერებასთან დაკავშირებით, ერთობლივი პოზიციაც დააფიქსირეს.
ამ ინიციატივას მხარდაჭერა გამოუცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში, ევროკავშირი მზად არის, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი მკაცრი სანქციები დააწესოს. ცნობილია უკრაინის პოზიციაც – ისინი ამ ინიციატივას მხარს უჭერენ, თუმცა, კრემლში ამბობენ, რომ დროებითი ზავის დროს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება უნდა შეწყდეს.
თიკა მიგინეიშვილი დეტალებით.