მსოფლიო თურქეთს დახმარებას სთავაზობს

თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრის გამო, ანკარას ამერიკას დახმარებას სთავაზობს. განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა გაავრცელა. ნებისმიერი სახის დახმარებისთვის მზადაა ნატოც. აღნიშნულთან დაკავშირებით, ალიანსის გენერალური მდივანი წერს „ტვიტერზე“. იენს სტოლტენბერგი უკვე ესაუბრა პრეზიდენტ ერდოღანსა და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს. თურქეთს დახმარება შესთავაზა გერმანიამაც. ანკარას დახმარების მზადყოფნის შესახებ განუცხდა ისრაელის ხელისუფლებამაც.