მსოფლიო ტრამპი-პუტინის შეხვედრის მოლოდინში

მსოფლიო დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მოლოდინშია. ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში დაგეგმილ ისტორიულ შეხვედრამდე 3 დღით ადრე, შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის სადაზვერვო სამსახურის 12 ოფიცერს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საქმეზე ბრალი წაუყენა.

აღნიშნული საქმის გამოძიება, რომელიც დამოუკიდებელმა პროკურორმა რობერტ მიულერმა ფედერალურ ბიუროსთან ერთად შარშან ზაფხულში დაიწყო, გრძელდება.

დემოკრატები რესპუბლიკელ პრეზიდენტს მოუწოდებენ, პუტინთან პირისპირ შეხვედრის დროს, ამ საკითხთან დაკავშირებით, პრინციპულობა გამოიჩინოს.

ქეთი თუთბერიძე დეტალებით.