გუდაური ისევ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია – ქართული სამთო-სათხილამურო კურორტი 21 ქვეყნის 88 სპორტსმენს მასპინძლობს. მსოფლიო თასზე პირველი საფინალო დღე დასრულდა. პრიზიორები სნოუბორდ კროსის დისციპლინაში გამოვლინდნენ. 2024-2025 წლის ზამთრის სეზონზე ჩვენმა ქვეყანამ მსოფლიო თასს უკვე მესამედ უმასპინძლა.
გუდაურმა და ბაკურიანმა ჯამში 300-მდე სპორტსმენი მიიღო. ღონისძიება „მთის ტრასების სააგენტოსა“ და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.
შალვა სუმბაძის რეპორტაჟი გუდაურიდან.