მსოფლიო თასის ეტაპები სკი კროსში

გუდაურში მსოფლიო თასის ეტაპები სკი კროსის დისციპლინაში დაიწყო. საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს 14 ქვეყნის 97 სპორტსმენი მონაწილეობს. საქართველოს სახელით დავით თედიაშვილი გამოვიდა, ის პირველი ქართველია, რომელიც სკი კროსის დისციპლინაში ასპარეზობს. დღევანდელი ეტაპის გამარჯვებული კი ქალებს შორის შვეიცარელი ფანი სმიტი გახდა, კაცებს შორის კი პირველი ადგილი იტალიელმა სიმონე დრომედიმ დაიკავა.

გუდაურიდან დეტალებით ლევან ღუდუშაური.